წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტით ფრანგული კომპანია დაინტერესდა
თარიღი : 31-01-2015, 18:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ფრანგული კომპანია "Compagnie de Vichy" საპარტნიორო ფონდში მომზადებული წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტით დაინტერესდა.
პირველი სამუშაო შეხვედრა ფონდში "Compagnie de Vichy" - ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟან-ლუკ სუარესმა გამართა. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ფრანგული კომპანიის წარმომადგენელს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია და პროექტის დეტალები გააცნო.
ჟან-ლუკ სუარესმა საპარტნიორო ფონდს საკურორტო ზონის განვითარების პროცესში მისი კომპანიის გამოცდილების გაზიარება და თანადგომა შესთავაზა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად შეიმუშავა.
პროექტის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ორფაზიანია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. იგი რამდენიმე წელი გაგრძელდება და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას.
1862 წელს დაარსებული "Compagnie de Vichy" წარმოადგენს ფრანგულს კომპანიას, რომელიც ევროპაში ცნობილი სპა და თერმული კურორტების მართვასა და ოპერირებას ახორციელებს.
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის", „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და ნაწილობრივ, „თელასის" აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.
წყარო: commersnt.ge