ქუთაისის ყოფილმა ვიცე–მერმა მერიას სასამართლოში დავა მოუგო
თარიღი : 16-09-2013, 17:37 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის ყოფილმა ვიცე–მერმა ამირან ძოწენიძემ ქალაქის მერიას სასამართლო დავა მოუგო.
ძოწენიძე ვიცე–მერის თანამდებობიდან ქალაქის მერის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისათვის გაათავისუფლეს.
ყოფილი ვიცე–მერი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.