Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის პორტში პირველი ღუზის ჩაშვებამდე, ქალაქს პარლამენტის გარდა ალტერნატივა არ აქვს"

თარიღი : 31-01-2015, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის ვიცე-მერს ნოდარ მიქიაშვილს პასუხობს.
ორგანიზაცია ვიცე-მერის იმ განმარტებას იწუნებს, რომლის მეშვეობით მიქიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების რიცხვში ქუთაისის ვერ მოხვედრა ახსნა.
მიქიაშვილის თქმით, ქუთაისი ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ქვეყნის სიდიდით მეორე დედაქალაქს უარი ეთქვა.
„მინდა გამოვეხმაურო ქუთასის ვიცე- მერის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს 80 კმ–ია ევროპის ცხრამეტ წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებს შორის მაქსიმალური დისტანცია და ეს გახდა ქუთაისის, როგორც ერთ–ერთი ლოკაციის ვერ დარეგისტრირების მიზეზი. ბატონმა მიქიაშვილმა უეფას რეგლამენტი მოიშველია.
მისდა სამწუხაროდ, რეგლამენტის არც ერთი წინადადება ამის შესახებ არ მოგვითხრობს. უეფას მოთხოვნების თანახმად, საჭიროა უმაღლესი დონის 4 სტადიონი - უეფას მეორე ან მესამე კატეგორიის, პლიუს ერთი სარეზერვო სტადიონი. ასევე, 8 სავარჯიშო მინდორი - ინდივიდუალურად ყველა მონაწილე გუნდისთვის. სასტუმროდან სათამაშო მოედნამდე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 საათის სავალი; ხოლო სავარჯიშო მოედნამდე - 15-30 წუთი.
საფეხბურთო ტრადიციებით ყველაზე მეტად გამორჩეული ქალაქი ქუთაისი, სამწუხაროდ ამ ტურნირის მასპინძელი სწორედ ქალაქის ინტერესების წინააღმდეგ სკურპლუოზურად მოქმედი “ოცნების“ ხელისუფლების გამო ვერ ხდება. სასტუმროები, რომლებიც დღეს აშენებული იქნებოდა (3 –ხუთვარსკვლავიანი) სწორედ მათ მიერ კონსტიტუციაზე გადავლით პარლამენტის ქუთაისიდან მოპარვის გამო არ გვაქვს. შესაბამისად სხვისკენ ხელის გაშვერა და ზედაპირულობაში დადანაშაულება რეალური პრობლემის მიჩქმალვის უნიათო მცდელობაა.
სირცხვილია, რომ დღეს 2015 წლის იანვარში ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ აქვს გადადგმული ინვესტორთა მოსაზიდად, იმისთვის რომ 2017 წელს ქუთაისი იმდენად საინტერესო ქალაქი იყოს, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არსებობის პრობლემა არ იდგეს.
მომავალში მსგავსი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად და ქალაქის ლიკვიდაციის პროცესის შესაჩერებლად, ოდნავ მაინც თუ შეგტკივათ გული ქუთაისზე, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კონსტიტუცია იქნეს დაცული და თქვენმა ხელმძღვანელობამ პარლამენტი უკან დაგვიბრუნოს.
თქვენც ხომ იცით, რომ ქუთაისის პორტში პირველი ღუზის ჩაშვებამდე, ამ ქალაქს პარლამენტის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს?!,” – აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
ცნობისთვის, 2017 წელს საქართველო ევროპის U19 ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი საქართველოს ოთხ ქალაქში- თბილისში, მცხეთაში, გორსა და რუსთავში ჩატარდება.


ნანახია: 3416-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიქიაშვილი აღნიშნული კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბრალდებები
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სიაში ვერ მოხვდა.

ამინდი