რატომ არ მასპინძლობს ქუთაისი ევროპის ჩემპიონატს?-ვიცე-მერის განმარტება

რატომ ვერ მოხვდა ქუთაისი ევროპის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სიაში? ამ კითხვას ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი პასუხობს.
მიქიაშვილი აღნიშნული კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ბრალდებები უცოდინრობისა და ზედაპირულობის შედეგია.
მიქიაშვილის თქმით, ქუთაისი ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ქვეყნის სიდიდით მეორე დედაქალაქს უარი ეთქვა.
„სამწუხაროა, რომ თბილისიდან 80 კილომეტრის რადიუსში არ ვართ და ქალაქში ორი 132-ნომრიანი სასტუმრო არ არის. ამის გამო ვერ ტარდება ჩემპიონატი ქუთაისში,“ - ამბობს მიქიაშვილი.
ცნობისთვის, 2017 წელს საქართველო ევროპის U19 ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი საქართველოს ოთხ ქალაქში- თბილისში, მცხეთაში, გორსა და რუსთავში ჩატარდება.