სპორტსმენი პრობაციონერი ადვოკატმა ციხეს გადაარჩინა
თარიღი : 29-01-2015, 18:19 | კატეგორია: სამართალი

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატის დახმარებით არასრულწლოვანი პრობაციონერი ციხეში მოხვედრას გადაურჩა.
2015 წლის იანვრის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატს გელა სიორდიას არასრულწლოვანი პრობაციონერის ლ. ყ.–ს დაცვა დაევალა. ადვოკატის საქმეში ჩართვის დროისათვის პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ ლ.ყ.-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა და დაახლოებით 1 წელი გაეტარებინა ციხეში. აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად ედო ის, რომ ლ.ყ. არ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში.
„საქმეში ჩართვის შემდეგ დავიწყეთ მიზეზების გამორკვევა, რით იყო გამოწვეული ლ.ყ.-ს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა. ხოლო სასამართლო პროცესზე მოვითხოვეთ, რომ არ დაკმაყოფილებულიყო პრობაციის ბიუროს შუამდგომლობა, ვინაიდან ლ.ყ. იყო არასრულწლოვანი, ის დაკავებულია სპორტით და არის ერთ-ერთი სპორტული გუნდის წევრი. ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე, რომ არასრულწოვნის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება უნდა იქნეს განხილული, როგორც უკიდურესი ღონისძიება როცა სხვა გამოსავალი არ რჩება სასამართლოს,“ - ამბობს ადვოკატი.
საბოლოოდ სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და პრობაციის ბიუროს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში თითქმის ორი წელია მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატთა ჯგუფი. იურიდიული დახმარების სამსახური მხარს უბამს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას არასრულწლოვანებთან მიმართებაში და ცდილობს, რომ არასრულწლოვანთა ინტერესები კიდევ უფრო უკეთ იქნეს დაცული და არასრულწლოვნების დაცვა განახორციელონ იმ ადვოკატებმა ვინც ამისათვის სპეციალური მომზადება და ტრენინეგები გაიარეს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.