ქუთაისის მერია პრემიების გაცემის ახალ წესზე მუშაობს
თარიღი : 29-01-2015, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში პრემიების გაცემის ახალი მოდელის პრეზენტაცია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გააჟღერა.
მერის განცხადებით, ამ დროისათვის პრემიების გაცემის სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც მურღულია ამბობს, მერიის ყველა სამსახურში კვარტალში ერთხელ სამსახურის საქმიანობის ანგარიში მომზადდება. ანგარიშს საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების ჩართულობით განიხილავენ, ხოლო ანგარიშის მოწონების შემთხვევაში, სამსახურისათვის საპრემიო ფონდი გამოიყოფა. უფროსს კი საშუალება ექნება ის თანამშრომელი დაასახელოს, რომელმაც გაწეული სამუშაოს მიხედვით პრემია დაიმსახურა.
„ქუთაისის მერიაში პრაქტიკულად შაბათ-კვირას ვმუშაობთ. არის ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელიც შაბათ-კვირას მუშაობს და დღე და ღამე მათთვის არ არსებობს,“ - ამბობს შოთა მურღულია.