რას ფიქრობენ ქუთაისის მერიის კონკურსებზე ქალაქის საკრებულოს დეპუტატები?
თარიღი : 29-01-2015, 12:21 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში პირველი ატესტაციის შედეგად დარჩენილ 48 ვაკანტურ ადგილზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში გასაუბრებას 172 კონკურსანტი გადის. გასაუბრება მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კონკურსის შედეგები კი გასაუბრების დასრულებიდან დაახლოებით ხუთი დღის ვადაში გახდება ცნობილი.
ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მიმდინარე კონკურსის შედეგებს შეაფასებენ, საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში პირველი კონკურსი აქტუალობას არ კარგავს.
უკვე ჩატარებულ კონკურსთაან დაკავშირებით თავიანტი მოსაზრებები აქვთ ქალაქის საკრებულოს დეპუტატებს.
საკრებულოს „ლეიბორისტი“ წევრი სამსონ გუგავა თვლის, რომ იმ ფონზე, როდესაც ქალაქში დასაქმების ერთადერთ ადგილს საჯარო სამსახური წარმოადგენს, კონკურსების ჩატარება ნაადრევი იყო. გუგავა იმასაც ამბობს, რომ კონკურსის შედეგად ქალაქში არსებული უმუშევართა არმია კიდევ უფრო გაიზრდება.
კონკურსს ობიექტურად ჩატარებულად თვლის საკრებულოს „პატრიოტი“ წევრი დავით ჯანაშია. ჯანაშია ამგვარი შეფასების საფუძვლად კონკურსანტებთან გასაუბრებას ასახელებს.
„უმაღლესი დონის კონკურსი იყო. ამას გეუბნებით გულწრფელად. მე პირადად ვნახე ის ახალი კადრები, რომლებიც კონკურსის შედეგად დაინიშნენ და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად პროფესიონალიზმის ნიშნით არიან შერჩეული,“ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა გვენეტაძე.
„ნინო ბურჯანაძე -გაერთიანებული ოპოზიციის“ ქვოტით საკრებულოში მოხვედრილი დავით წიტაიშვილი თვლის, რომ კონკურსები ყბადაღებული თემა გახდა. როგორც დეპუტატი ამბობს, ცუდია არა კონკურსის შედეგები, არამედ ის, რომ კადრების შერჩევის პროცესი დიდხანს გრძელდება იმ ფონზე, როდესაც ქალაქში ბევრი პრობლემა გადაჭრას მოითხოვს.
„ჩემი პარტიიდან არავინ იღებდა კონკურსში მონაწილეობას ინფორმაცია პირველწყაროდან რომ მქონდეს. მე ვფიქრობ, დიდ დარღვევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ხელისუფლებას რაღაც შეეშლებოდა თავის სასარგებლოდ,“ - ამბობს დავით წიტაიშვილი.
ქუთაისის საკრებულოში „კონსერვატორების“ ქვოტით მოხვედრილი ნიკა ლატარია ამბობს, რომ კონკურსზე პრეტენზიები ნაკლებია.
„მე ვფიქრობ, რომ ობიექტურად, სწორად და სამართლიანად მიმდინარეობს კონკურსი. გასაუბრების პროცესის ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს, რათა პრეტენზიის შემთხვევაში კონკურსანტმა თავისი თვალით ნახოს მისი შედეგი. ტესტირებაც ისე მიმდინარეობს, კონკურსანტი თვითონ უყურებს თავის ქულას და კითხვებიც არ აქვთ. ზოგადად კონკურსთან დაკავშირებით პრეტენზიები ნაკლებია,“ - ამბობს ლატარია.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიასა და საკრებულოში კონკურსი 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადდა. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 1 693-მა აპლიკანტმა მიიღო, რომელთა მხრიდან საკონკურსო კომისიაში 5 000-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. კონკურსის შედეგად 157 გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. დაახლოებით 400 კონკურსანტთან გასაუბრებას კომისიამ ერთი თვე მოანდომა.