"ხელისუფლების უსუსურობაა, რომ ქუთაისის მერიაში ხელფასები ვერ რიგდება"

„ხელისუფლებას მოვუწოდებ, უგნურ ქმედებებს თავი დაანებონ, უშველონ ხალხს. ერთი კითხვა მაქვს მათთან: მრავალსაუკუნოვანი საქართველო ამ ხელისუფლებამ რატომ უნდა დაასრულოს?,“ - ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერიაში ხელფასების დაგვიანების ფაქტს „თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდფომარე გოგი წულაია.
წულაიას თქმით, ხელისუფლების უსუსურობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქუთაისის მერიასა და მერიის მიერ დაქვემდებარებულ დაწესებულებებში ხელფასები ვერ დარიგდა, რის გამოც დასაქმებულ ადამიანებს პრობლემები შეექმნათ.
„ეს არის ტრაგედია და ხელისუფლების უსუსურობა. ხელისუფლება არ ფიქრობს ადამიანების ბედზე. პრობლემის მიზეზად სახაზინო მომსახურებაზე გადასვლას ასახელებენ. ჯერ დაერიგებინათ ხელფასები და შემდეგ გადასულიყვნენ ხაზინაზე,“ - ამბობს წულაია.
ქუთაისის მერიაში წულაიას ბრალდებებზე ჩამოყალიბება ურჩიეს, რაც შეეხება ხელფასების გაუცემლობას, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ვადები დარღვეული არ არის.
„რთული არის გააკეთო კომენტარი გოგი წულაიას განცხადებებზე. მე არ ვადევნებ თვალს ხშირად ბატონი გოგის მოღვაწეობას და მის მიერ გაკეთებულ რაღაც რეპლიკებს. ჩვენ ვეტევით იმ ვადებში, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლებისათვის შრომის ანაზღაურება. ვადები არ დარღვეულა. სახაზინო წესზე გადასვლა ჩვენს შემთხვევაში არაფერ შუაში არის, რადგან ვადები არ არის დარღვეული. ჩამოვყალიბდეთ რა არის ჩვენი ბრალეულობა. გოგი წულაია ადრე გვაბრალებდა ხელფასების და პრემიების გაცემას, ახლა გაუცემლობას. ჩამოყალიბდეს ბატონი გოგი რა დანაშაული მიგვიძღვის ქალაქის წინაშე,“ - ამბობს ირაკლი ავალიანი.
ცნობისთვის, ხელისუფლების და პარლამენტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურების გაცემის ახალ თარიღად ყოველი თვის პირველი რიცხვი დასახელდა.