ოტია იოსელიანის ოჯახი უყურადღებობაზე საუბრობს-რას ითხოვენ იოსელიანები?
თარიღი : 28-01-2015, 22:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის ოჯახი წყალტუბოში მდებარე მწერლის საცხოვრებელი სახლის მუზეუმად გადაკეთებას ითხოვს.
ოტია იოსელიანის შვილი დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ შესაბამისი წერილით კულტურის სამინისტროს მიმართა, რომელმაც საკითხზე რეაგირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაავალა. გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რადგან როგორც ადგილზე განმარტავენ, საცხოვრებლის მუზეუმად გადაკეთებისათვის აუცილებელია სახლში იყოს ექსპონატების შესაბამისი რაოდენობა და სახლს გააჩნდეს ფართი. ასევე უნდა გაიმიჯნოს, ოჯახი სახლის რა ნაწილს გადასცემს სახელმწიფოს და რა ნაწილს დაიტოვებს თავად საცხოვრებლად.
სახლი, რომლისთვისაც მუზეუმის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, მწერლის ხელით არის აგებული. დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ მამისათვის სამუშაოდ და სტუმრების მისაღებად საყვარელი ადგილი სახლის აივანი იყო. აივნის გარდა მწერალი სამუშაო ოთახშიც საქმიანობდა.
ოჯახი ხელისუფლებების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. დაჩი იოსელიანის თქმით, ისეთი მწერალი, როგორიც იოსელიანი იყო, ხელისუფლებას ვერ ეყვარებოდა. მწერლის შვილი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით ოტია იოსელიანმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი სამუდამო განსასვენებელზე და დაიბარა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სახლის ეზოში დაეკრძალათ.
შეგახსენებთ, რომ იოსელიანი დაახლოებით 4 წლის წინ, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.