სამტრედიის მოსახლეობას სამი დღის განმავლობაში შუქის მიწოდება შეეზღუდება
თარიღი : 28-01-2015, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალი სამტრედიის მოსახლეობას ელექტროენერგიის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28, 29 და 30 იანვარს 13:00 საათიდან 19:00 საათამდე დაგეგმილია მ/ძ ქვესადგურის „სამტრედია-1“ გამორთვა, რის გამოც მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდება ქვესადგურების „სამტრედია-1“, „სამტრედია-1 წევა“, „ჯიხაიშისა“ და „კულაშის“ 14 400-მდე აბონენტს ქალაქ სამტრედიაში, დაბა კულაშში და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ჯიხაიში, მარანი, ხუნჯულაური, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში, ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი და მიწაბოგირა.
"მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია და ობიექტები გაფრთხილებული არიან მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.