Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობენ სახელმწიფო და ევროკავშირი ფერმერებს?

თარიღი : 27-01-2015, 19:57 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, 35 მცირე ფერმერული კოოპერატივი გრანტით დაჯილდოვდა. ფერმერებს მატერიალური აქტივების სახით ტრაქტორები, სატვირთო მანქანები, სახნავ-სათესი მოწყობილობები და სხვა აღჭურვილობა გადაეცათ.
დაჯილდოვების ცერემონიალი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში, მონაწილეობა 700-ზე მეტმა მცირე ფერმერულმა ჯგუფმა მიიღო. აქედან მეორე ტურისათვის 200-ზე მეტი ჯგუფი შეირჩა. ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმს ბიზნესზე ორიენტირებულობა და კოოპერაციის პოტენციალი წარმოადგენდა.
„მიწის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება არ არსებობს. მიწის კონსოლიდაციის კუთხით კი კოოპერატივები დიდ როლს თამაშობენ. ჩვენს ფერმერებში ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება იყო კოოპერატივებთან მიმართებაში. კოოპერატივები კოლმეურნეობების გადმონაშთებად აღიქმებოდა, თუმცა ეს არის ის ფორმაცია, რაც მცირემიწიან ფერმერებს წარმოების მოცულობის გაზრდაში ეხმარება. 400-ზე მეტი კოოპერატივი დარგისტრირდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კოოპერატივები ქმედითი და შემოსავლიანები იყვნენ,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.


ნანახია: 2145-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოდარ კერესელიძე და ტომაშ პერნიცკი ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების -'სარგო',
კონფერენციის მთავარ მიზანს ENPARD-ის კოოპერეტივების განვითარების კომპონენტის განხორციელების 3-წლიანი პერიოდის შემაჯამებელი
ღვინის დამზადებით დაკავებული პირები თერჯოლაში ყურძნის მოსავლის ნაკლებობაზე საუბრობენ.
ღონისძიების დროს გაიმართება კონცერტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია.
ღონისძიება ბაღდათის რაიონის სოფელ ქვედა დიმში, შალვა კვინიხიძის სასათბურე მეურნეობაში გაიმართება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება.

ამინდი