Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი აღადგინეს

თარიღი : 27-01-2015, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დღეიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების- ცხუნკურისა და ყუმისთავის მოსახლეობის ერთმანეთთან დასაკავშირებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 18- მეტრიანი ხიდის მშენებლობა დაასრულა. სამუშაოების ღირებულებამ 10 337 ლარი შეადგინა.
მდინარე სემზე ადგილობრივების სახსრებით გადებული ხიდი - ე.წ. ქვახიდა, გასული წლის შემოდგომაზე, უხვი ნალექის დროს წყალმა წაიღო. ხიდის აღდგენამდე ორი სოფლის მოსახლეობა შემოვლითი, 6 კმ-იანი გზით უკავშირდებოდა ერთმანეთს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყუმისთაველებს ახლობლების სასაფლაოები სოფელ ცხუნკურის ტერიტორიაზე აქვთ და ამ ხიდის მშენებლობა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სოფელში სულ 400 - მდე კომლია დასახლებული.
,,2015 წლისთვის ცხუნკურის გამრიცხველიანება და ბეტონის გზის საფარის მოწყობა იგეგმება. სოფელში ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია, “ -აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე, რომელმაც სოფლის რწმუნებულთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დღეს ახლად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.


ნანახია: 2325-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელი დღნორისა და საჩხეური განსაკუთრებული ისტორიით და ხასიათით გამოირჩევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სოფლებს შორის.

ამინდი