დევნილი ოჯახებისათვის ქუთაისში 109-ბინიანი კორპუსი გარემონტდა
თარიღი : 27-01-2015, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 109 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განახორციელა. ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს შენობაში ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერეს.
ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. შენობაში არსებული 109 ბინიდან უმრავლესობა ოროთახიანი. 46 ბინა-ერთოთახიანი, 12 ბინა კი-სამოთახიანია. მშენებლობაზე150-160 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 5 560 000 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია.საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც ასევე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ყველა საცხოვრებელ ბინა სინდივიდუალური სააბაზანო და სველიწერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობელი. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე-განათება.
იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებლებს მომავალ თვეში გადასცემენ.