Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საკრებულოს გენერალი დეპუტატის წარსულს აქვეყნებს

თარიღი : 26-01-2015, 14:12 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს დეპუტატის მანდატზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ. "ქართული ოცნების" დეპუტატ კახი დვალიშვილსა და ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელს შორის გასულ კვირას მომხდარი შელაპარაკება მიმდინარე კვირაშიც აქტუალურია. შელაპარაკება ავტომანქანის პარკირებას მოჰყვა. დვალიშვილს განუმარტეს, რომ მას ვიცე-მერის მანქანის ადგილას ავტომანქანის პარკირების უფლება არ ჰქონდა, რის საპასუხოდ დეპუტატი პოლიციელს "პაგონების" ჩამოხევით დაემუქრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღანელი გია გოქაძე აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ქმედებებით დვალიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც გამოირჩეოდა.
„დვალიშვილის ზონდერ ჯგუფები დაესხნენ თავს 2012 წლის დეკემბერში ქუთაისში მყოფ მიხეილ სააკაშვილს. დვალიშვილის ხალხმა მოგვიანებით თავდასხმა მოაწყვეს „ნაციონალების“ ქუთაისის ოფისზეც, შემოიჭრნენ საკრებულოს სხდომაზე და დასაქმება ითხოვეს. ხელისუფლებაში მოსვლამაც ვერ შეცვალა ეს ადამიანი," - ამბობს გოქაძე.
მომხდარს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.


ნანახია: 2580-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისი თქმით, ის კანონის შესაბამისად მოქმედებდა და სწორედ ამიტომ მისცა შენიშვნა დაცვის უფროსს.
'ფორუმელმა' კახი დვალიშვილმა ქუთაისის საკრებულოს 'ნაციონალ' დეპუტატებს აგინა.
"ევროპა ჩვენი სახლია" ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მიმართავს.
ქუთაისის მერიის დაცვის უფროსი ინსპექტორი იმედა კირკიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ძოწენიძემ პარტიის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართა.

ამინდი