ქუთაისის მერიაში ხელფასებს ვერ იღებენ
თარიღი : 26-01-2015, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის თანამშრომლები ხელფასებს ვერ იღებენ.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულები აცხადებენ, მათ ხელფასი მიმდინარე თვის 22 რიცხვში უნდა დარიცხვოდათ, თუმცა ხელფასებს ამ დრომდე ელოდებიან.
„25-ში ბანკის დავალიანებები გვქონდა გადასახდელი. ამის გამო ყველა გავშავდებით. იმის გამო, რომ მერიაში ბევრი ახალი თანამშრომელი მიიღეს და ბევრი გაუშვეს, ვერ გაიგეს ვის უნდა დაერიცხოს ხელფასი,“ - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულები.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების გაცემის კუთხით პრობლემა არ არსებობს. მისისვე თქმით, მერიაში დასაქმებულებისთვის ანაზღაურება თვის ბოლოს გაიცემა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულები ხელფასებს ყოველი თვის ბოლოს მიიღებენ.