კახაბერ დვალიშვილი:'თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ'

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის" წევრის კახაბერ დვალიშვილის თქმით, ის მერიის დაცვის თანამშრომელთან მომხდარი შელეპარეკების შედეგად თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
მისი თქმით, ის კანონის შესაბამისად მოქმედებდა და სწორედ ამიტომ მისცა შენიშვნა დაცვის უფროსს.
"კანონების კითხვა ნამდვილად ვიცი და ისიც ვიცი, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. თავს დამნაშავედ ნამდვილად არ ვგრძნობ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინფორმაციით ბატონი კირკიტაძე რჩება თანამდებობაზე და მისი მოხსნა-არ მოხსნა არც ქუთაისის მერიის და არც საკრებულოს პრეროგატივა არ არის. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა მისი მხრიდან, რომ მსგავსი საქციელი გაეკეთებიოს"- აცხადებს კახაბერ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის კახი დვალიშვილსა და ქალაქის მერიის დაცვის სამსახურის უფროსს შორის ავტომანქანის პარკირებასთან დაკავშირებით ინცინდენტი მოხდა, რა დროსაც დვალიშვილი დაცვის უფროსს დაემუქრა, რომ სამხრეებს აახევდა.