Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'აღდგენილი სამართლიანობა' ქუთაისის მერიაში და 'გენერალი', რომელიც ყველაფერს წყვეტს

თარიღი : 25-01-2015, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის დაცვის უფროსი ინსპექტორი იმედა კირკიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. კირკიტაძემ სამუშაო ადგილი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის კახი დვალიშვილის ავტომანქანის პარკირებასთან დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტის შემდეგ დაკარგა.
რა მოხდა ქუთაისის მერიაში დეპუტატსა და დაცვის თანამშრომელს შორის, აღნიშნულზე იმედა კირკიტაძე დეტალურად საუბრობს.
„კახი დვალიშვილს რამდენჯერმე მივუთითე, რომ მანქანა იმ ადგილას არ დაეყენებინა, სადაც ვიცე-მერის მანქანის ადგილია. ეს არის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას ბრძანება. დეპუტატმა ინცინდენტის წინა დღესაც იგივე გააკეთა და ყველას მოგხსნითო დაგვემუქრა. ინცინდენტის დღეს ვთხოვე, რომ რამდენიმე მეტრით ქვევით ჩაეწია მანქანა. დავურეკე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიასაც, მანაც იგივე მითხრა, რომ ქვევით გაეწია მანქანა. ნახევარი საათის შემდეგ შემოვიდა კახი დვალიშვილი და იკითხა აქ ვინ არის უფროსიო. მე ჩემს ოთახში ვიყავი. გამოვედი და ვუთხარი, მე ვარ-თქო. მანქანის დაყენებას რომ მიშლი, მაგის უფლება ვინ მოგცაო. „პაგონებზე“ მომკიდა ხელი და მითხრა, მე ვარ აქ გენერალი და მე ვწყვეტ ყველაფერსო. ამ ყველაფერს უამრავი ხალხი უყურებდა. მათ შორის იყო ქალაქის მერის მძღოლი. იყვნენ ოპერატორებიც. მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს. მაშინვე დავურეკე ჩემს უფროსს და საქმის კურსში ჩავაყენე. მან მითხრა, რომ საპატრულო პოლიცია გამომეძახა. შემდეგ როდესაც ზვიად ჯავახიასთან ავედით, ჯავახიამ პოლიციაში არ უნდა დაგერეკა, ჩვენი კაცია, ჩვენი დეპუტატია და საქმეს შიგნით მოვაგვარებდითო. ჩემი უფროსი ქალაქის მერსაც შეხვდა და მერმა თქვა, კარგი იქნება თუ დროებით სხვა ობიექტზე გადავაოა,“ - ამბობს იმედა კირკიტაძე.
ინცინდენტში მონაწილე დეპუტატმა განცხადება მეორე დღეს გაავრცელა. კახი დვალიშვილი აცხადებდა, რომ დაცვის თანამშრომელს კანონის ენით აუხსნა შინაგანაწესისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ემოქმედა და პატივი ეცა საკუთარი პროფესიისა და მუნდირისათვის. დვალიშვილმა უკმაყოფილება მედიის წარმომადგენლების მიმართაც გამოხატა და აღნიშნა, რომ მომხდარი მისი დისკრედიტაციისათვის გამოიყენეს.


ნანახია: 3290-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით ძოწენიძემ პარტიის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართა.
როგორც უწყების პრესსსმახურიდან topnews.com.ge-ს აცნობეს, იმედა კირკიტაძე სამსახურიდან გათავისუფლებული არ არის.
როგორც topnews.com.ge-ს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ განუცხადა, ომბუდსმენის აპარატი აღნიშნული საქმის მიმართ
მისი თქმით, ის კანონის შესაბამისად მოქმედებდა და სწორედ ამიტომ მისცა შენიშვნა დაცვის უფროსს.
ქუთაისის საკრებულოს წევრი კახი დვალიშვილი ქალაქის მერიის შენობაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
'ფორუმელმა' კახი დვალიშვილმა ქუთაისის საკრებულოს 'ნაციონალ' დეპუტატებს აგინა.

ამინდი