Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯიხურში მცხოვრები დევნილი:'-ზოგჯერ მგონია, რომ დილამდე ვერ მივაღწევ ისე მცივა'

თარიღი : 25-01-2015, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მუხნარის ტყეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
ამორტიზირებულ ხისა და რკინის კოტეჯებში მცხოვრები დევნილების თქმით, 20 წელია, მათ გადასახლებას ჰპირდებიან, თუმცა უშედეგოდ.
დევნილებს შორის ყველაზე გაუსაძლის პირობებში 70 წლის ქალბატონია, რომელიც 4 კვ.მ რკინის ვაგონში ცხოვრობს.
"ზოგჯერ მგონია, რომ დილამდე ვერ მივაღწევ, ისე მცივა. წარმოიდგინეთ 22 წლის ვაგონი, რომელიც ტყეში დგას. მთლიანად დახვრეტილია, საიდან შემოდის ქარი, წვიმა და მღრღნელები ვერ ვხვდები. მაკანკალებს ისე მცივა ზამთარში, მაგრამ რა ვქნა, წასასვლელი არსად მაქვს. ზაფხულში კიდევ უფრო საშინელებაა, გარეთ რომ 30 გრადუსია, გაცხელებულ რკინის ვაგონში ტემპერატურა 50 გრადუსს აჭარბებს",- აცხადებს ქალბატონი მაგული.
მწყობრიდან გამოსული სახლები ტყეში ჩასახლებული დევნილების ერთადერთი პრობლემა არ არის. აფხაზეთიდან იძულებით გადმოსახლებული პირები ტყეში მომავალ დაბინძურებულ წყალს სვამენ.
"არ ვიცით რა წყალია. ხან ბაყაყები მოყვება, ხან კიდევ გველები. რა ვქნათ იძულებულები ვართ, რომ ეს დავლიოთ. წასასვლელი არსად არ გვაქვს", - აცხადებს გურამ ლობჟანიძე.
პრობლემების შესახებ ინფორმირებული არიან დევნილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის სამმართველოში. გიორგი სანთელაძის თქმით, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება და შესაბამისი ქულების მქონე ოჯახებს აღნიშნულ კორპუსში შეასახლებენ.


ნანახია: 2634-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
კორპუსში შესახლებული 40-მდე ოჯახის თქმით, სარდაფები წყლით არის სავსე, რის გამოც სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან
დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს
წყალტუბოში, სანატორიუმ „სამგურალში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებლებს ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.
ცხრასართულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის,
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ, 16-სართულიან კორპუსს ხელისუფლება მიმდინარე წლის ბოლოს ჩაიბარებს, რის შემდეგაც კორპუსში

ამინდი