"დეპუტატი ახლო ხედით"- ბექა ყანჩელი
თარიღი : 24-01-2015, 20:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბექა ყანჩელს.
მინი დოსიე: ბექა ყანჩელი. დაბადების თარიღი: 21. 12. 1978; განათლება: უმაღლესი (ეკონომისტის კვალიფიკაციით); ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე ელა ადეიშვილი და ორი შვილი: ანა და საბა.
1. დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ;
პასუხი: სიყვარული და პასუხისმგებლობა ქალაქისა და ხალხის წინაშე, მიღებული განათლება და მიღებული სამსახურეობრივი გამოცდილება.
2.თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
პასუხი: სამუშაო ადგილების ნაკლებობა, მძიმე სოციალური ფონი, ანაქალაქელთა მიგრაცია.
3. როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამხსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?
პასუხი: გამომდინარე იქედან, რომ არჩევნებისა და მის შემდგომ პერიოდში რეგულარულად მიწევდა და მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრები, ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი ასე თუ ისე მიცნობს, მაგრამ მჯერა უკეთ გამიცნობენ, რადგან ყოველდღიურად ვახორციელებ მათი ინტერესების დაცვას, მათ წინაშე არსებული პრობლემების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დაყენებას და მოგვარებას.
4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?
პასუხი: მჯერა, 10 წლის შემდეგ ქუთაისი იქნება ყველასთვის მიმზიდველი ქალაქი, დასაქმებული თანაქალაქელებით, მრავალი ტურისტითა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით.
5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....
პასუხი: კოსმონავტი (იცინის).
6. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?
პასუხი: ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროსაა გვიან. თუმცა მთავარია დაშვებული შეცდომების გათვალისწინება და თავის კონტროლი. რაც შეეხება ჩემს განვლილ ცხოვრებას, გარკვეულ სასიკეთო კორექტივებს შევიტანდი, მაგრამ ბევრ რაიმეს უცვლელად დავტოვებდი.
7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
პასუხი: ოჯახის წევრები, მოძღვარი და უახლოესი მეგობრები.
8. დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.
პასუხი: ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის იმედით!
9. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
პასუხი: დავით აღმაშენებელი-უძლიერესი ძლიერთა შორის.
10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.
პასუხი: ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებთან კონსტრუქციული თანამშრომლობით ქმედითი ღონისძიებების გატარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, სოციალური ფონის გაუმჯობესება და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება განათლების უმაღლეს სტანდარტებამდე აყვანასა და ყველასთვის ხელმისაწვდომობაზე.
11. გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.
პასუხი: ასეთი არ მახსენდება.
12. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის.....
პასუხი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას.
13. ადამიანები მაოცებენ.....
პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?
პასუხი: შენობაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ დავაპროექტებდი რიონის სანაპირო ზოლს.
15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?
პასუხი: კონსტრუქციულად მოსაუბრე, ორიენტირებული პრობლემების კონკრეტული გადაწყვეტის გზების პოვნაზე და შემოთავაზებებზე.
16. დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.
პასუხი: როგორ წარმოგიდგენიათ, რა მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს ქალაქი ქუთაისი.
17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?
პასუხი: ჩემი სამშობლოს გამთლიანებას, ადამიანებში ბოროტებისა და ღვარზლის არარსებობას.
18. როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.
პასუხი: ეს ფრაზა თავადაა სიცოცხლის არსის განმარტება.
19. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......
პასუხი: მართლაც ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო ჩემთვის უახლოეს წარსულში ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ქალაქისა და ხალხის წინაშე და მიმეღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
20. თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.
პასუხი: არა აქვს მნიშვნელობა რთულსა და ადვილს. მთავარია დაპირება შესრულდეს.
20. რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?
პასუხი: ჩვენ ერთად ვიყავით, ვართ და უნდა ვიყოთ ჩვენი ქალაქისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ.
21. რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?
პასუხი: იმ სწორი კურსის გატარებას და ბოლომდე მიყვანას, რაც მჯერა რომ წარმატებული და სასიკეთო იქნება ჩვენი ქუთაისისათვის.