სასჯელი პროსტიტუციისათვის-იურისტის კონსულტაცია
თარიღი : 24-01-2015, 13:57 | კატეგორია: სამართალი

1.კითხვა: როდის იხსნება საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
2. კითხვა: წელიწადში რამდენჯერ და რა საკითხებზე მიმართავს მოხსენებით საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
3. კითხვა: როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ან არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება, −ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
4.კითხვა: როგორ ისჯება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად: პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

5. კითხვა: როგორ ისჯება კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
2. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.
4. ამ თავში მნიშვნელოვნად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმი
იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.