გიორგი სახელაშვილი: სამჯერ ნასამართლევი ზურაბ ხურციძე არ უნდა წყვეტდეს მერიის თანამშრომლების ბედს
თარიღი : 16-09-2013, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები

„ქართული დასის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სახელაშვილი, ქალაქის მერიის მუდმივ მოქმედი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებს. სახელაშვილის თქმით, საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ხურციძე მერიის ბალანსზე მყოფი ტრანსპორტით გადაადგილდება, რისი უფლებაც მას არ აქვს.
„როგორ შეიძლება მერია ახალი თანამშრომლებით დააკომპლექტოს კომისიამ, რომლის ერთ-ერთი წევრი ხურციძე, სამჯერ ნასამართლევია. უნდა მოხდეს საკონკურსო კომისიის დათხოვნა,“- ამბობს სახელაშვილი.
სახელაშვილის ამ ბრალდებებს უარყოფს ხურციძე და ამბობს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელია.