Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა

თარიღი : 23-01-2015, 16:53 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაძე პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა.
"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.
გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებს ჭიკაიძე.


ნანახია: 1584-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პარლამენტში კვლავ იბარებს.
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები
საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუდგა სათავეში. კაბინეტის ერთადერთი ახალი წევრი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალური ქსელის საშუალებით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამინდი