რას მოხმარდება ქუთაისის ბიუჯეტში მობილიზებული 21 მილიონი ლარი?

ქუთაისის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით იზრდება.
გაზრდილი თანხები ქალაქის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ დაფინანსებას, მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამის ბიუჯეტის ზრდასა და მიუსაფარი ადამიანებისათვის საბინაო ფონდის შექმნას მოხმარდება.
შოთა მურღულიას განცხადებით, ქუთაისის „ტორპედო“-ს 830 000 ლარი მოხმარდება, მიუსაფარი ადამიანების საცხოვრებლებით უზრუნველსაყოფად 300 000 ლარი გამოიყო, ხოლო მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამა 170 000 ლარით გაიზარდა.
„ეკონომიკის სამინისტრომ დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების სია გადმოგვცა, რომ საბინაო ფონდი შევქმნათ. მსგავსი ცვლილება, რომ 21 მილიონით გაზრდილიყოს ქუთაისის ბიუჯეტი, ბიუჯეტში არ განხორციელებულა. ჩვენ განვახორციელეთ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა რასაც ჰქვია,“ - ამბობს შოთა მურღულია.
ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისისათვის დამატებით 10 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.