"სამართალდამცველებს 38 წლის კაცის ცემით მოკვლა სურდათ"

ქუთაისში სამართალდამცველების მიერ ნაცემი 38 წლის ლევან მუკბანიანის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.
ოჯახის წევრების თქმით, 38 წლის მამაკაცს მაშინ, როცა ის მეგობრებთან ერთად იყო, თავს სამართალდამცველები დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს, რის შემდეგადაც სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.
დაკავებულის ოჯახის მტკიცებით, მამაკაცზე ამ დრომდე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა.
"მეგობრებთან ერთად იყო და სახლში მოდიოდა, რა დროსაც პოლიციელები მივარდნენ და უმოწყალო ცემა დაუწყეს. საშინლად არის ნაცემი. ახლა კი სამართალდამცველები ამბობენ, რომ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. ვითხოვ დახმარებას, საშინლად არის ნაცემი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნამდვილად აღარ მეგონა, თუ მსგავსი რაღაცები კიდევ ხდებოდა", - აცხადებს დაკავებულის დეიდა ლიანა გურეშიძე.
შსს-ში დაკავებულის ცემას არ ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის თქმით, თუ ოჯახი ფიქრობს, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, გენერალურ ინსპექციას მიმართონ.