Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს წევრი შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავს

თარიღი : 23-01-2015, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს წევრი კახი დვალიშვილი ქალაქის მერიის შენობაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მსურს გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ფაქტს. კერძოდ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე შეურაცხყოფა მივაყენე ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელს და ფიზიკურად გავუსწორდი მას. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემსა და დაცვის თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი უთანხმოება ავტომობილის პარკირების თემასთან დაკავშირებით. მე მას კანონის ენით ავუხსენი, რომ უნდა ემოქმედა შინაგანაწესისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და პატივი ეცა საკუთარი პროფესიისა და მუნდირისათვის. თუმცა, გარკვეულმა პიროვნებებმა ჩემი დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო საშუალებებში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჩემი მხრიდან ამ ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად აქვე ვაქვეყნებ ვიდეო მასალას, რომელიც მერიის სათვალთვალო კამერებიდანა არის ამოღებული.
მინდა აქვე მივმართო მედია საშუალებების წარმომადგენლებს, პატივისცემით მოეკიდონ საკუთარ პროფესიას და თავი შეიკავონ ფაქტებზე დაუფუძნებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ასევე, მინდა თხოვნით მივმართო შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს ზემოაღნიშნული დაცვის თანამშრომლების კომპეტენციის საკითხი. მითუმეტეს, რომ არსებობს ქუთაისის მერიის ორი წერილობითი მიმართვა ამ ადამიანების საქმიანობისა და კომპეტენტურობის შესწავლის თაობაზე," - აცხადებს კახი დვალიშვილი.


ნანახია: 2725-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით ძოწენიძემ პარტიის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართა.
ქუთაისის მერიის დაცვის უფროსი ინსპექტორი იმედა კირკიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ის კანონის შესაბამისად მოქმედებდა და სწორედ ამიტომ მისცა შენიშვნა დაცვის უფროსს.
'ფორუმელმა' კახი დვალიშვილმა ქუთაისის საკრებულოს 'ნაციონალ' დეპუტატებს აგინა.
ა(ა)იპ 'სპეციალურ სერვისებში' დვალიშვილის აღნიშნულ განცხადებას პასუხობენ.
მერსედესის მარკის ავტომანქანას, რომელიც ხატია ძნელაძეს დაეჯახა, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დაცვის წევრი მართავდა. ამის

ამინდი