Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დიმიტრი კოპალიანი: გეტყვით რატომ მსურს უნივერსიტეტის რექტორობა

თარიღი : 23-01-2015, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ყოფილ მერს დიმიტრი კოპალიანს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა სურს.
როგორც კოპალიანმა topnews.com.ge-ს განუცხადა, მისი რექტორად არჩევის შემთხვევაში ის წერეთლის უნივერსიტეტს მძლავრ საგანმანათლებლო დაწესებულეად გადააქცევს.
კოპალიანის მტკიცებით, მისი არჩევის შემთხვევაში შემუშავდება მსოფლიო მოწინავე ტექნოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობის პროგრამული მიმართულებები .

"დიახ, გადავწყვიტე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. მე მხოლოდ იმ მოსაზრებით და პოზიტივით ჩამოვედი ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მივიღე მსოფლიო მეცნიერების და პროფესიონალების გვერდით სწავლით და მუშაობით - გადმოვიტანო ჩემს ქვეყანაში ჩემი ხალხის უკეთესი ცხოვრებისათვის. აღვნიშნავ, რომ სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი, ევროპასა თუ ამერიკაში- ყველგან ქართულ საქმეს ვაკეთებდი.
რეალობიდან გამომდინარე, დღევანდელი უნივერსიტეტი შეიძლება გახდეს თანამედროვე უნივერსიტეტი რეგიონში, ქალაქი ქუთაისი კი რეგიონის მძლავრი განათლების ცენტრი - ძლიერი ტექნოლოგიური სკოლით, სადაც შემუშავდება მსოფლიო მოწინავე ტექნოლოგიურ ცენტრებთან თანამშრომლობის პროგრამული მიმართულებები და შეიქმნება ამ კუთხით სათანადო მხარდაჭერის მექანიზმები, სადაც აღზრდილი ნიჭიერი ახალგაზრდობა დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე.
რექტორად არჩევის შემთხვევაში დავიცავ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ღირსებას, შევინარჩუნებთ რაც გაკეთებულა დღემდე მიღწეულს და როგორც საერთაშორისო ექსპერტი საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, განვავითარებ სწავლების ხარისხს და დონეს - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და დასავლეთთან საქმიანი ურთიერთობების საფუძველზე."- აცხადებს დიმიტრი კოპალიანი.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერის თანამდებობას 99 დღე იკავებდა. ყოფილმა მერმა იმ დრომდე დატოვა თანამდებობა, ვიდრე საკრებულოს დეპუტატები მას იმპიჩმენტს მოუწყობდნენ.
ცნობისთვის რექტორის პოზიციაზე უნივერსიტეტში ამ დროისათვის 4 განაცხადია შესული. განაცხადების მიღება სასწავლებლის საკონკურსო კომისიაში 8 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა.


ნანახია: 2556-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ამჟამიმდელ რექტორს გიორგი ღავთაძეს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მისი რექტორად არჩევის
უნივერსიტეტის რექტორს 19 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო ირჩევს. რექტორობისთვის კანდიდატმა მინიმუმ 10 ხმა უნდა მიიღოს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა ცნობილია.

ამინდი