Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი 'რესპუბლიკელები' მერიაში დასაქმებული თანაპარტიელების რაოდენობით უკმაყოფილოები არიან

თარიღი : 22-01-2015, 21:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ჩატარებული კონკურსი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა ობიექტურად და გამჭვირვალედ შეაფასეს თუმცა კონკურსთან დაკავშირებით კითხვები აქვთ „რესპუბლიკელებს“.
„რესპუბლიკელები“ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტებიდან პირველები აღმოჩნდნენ, რომლებიც კონკურსის შედეგებს არ ენდნენ. უკმაყოფილება კი კონკურსის შედეგად ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებული პარტიის წევრების სიმცირემ გამოიწვია. როგორც ცნობილია, კონკურსში მონაწილე 10 "რესპუბლიკელი"-დან ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ სამი კონკურსანტი დასაქმდა.
ნატო ქათამაძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც მაღალი შეფასება გააჩნდათ, სამსახურის გარეშე დარჩნენ.
„იმ ადამიანებმა, რომლებიც თავს იმ დონის სპეციალისტებად თვლიან, რომ დანიშნულიყვნენ, ჩემთან გამოხატეს გულისტკივილი. მე მათ დავპირდი, რომ საქმის ვითარებაში გავერკვეოდი. მე გამოვითხოვე საკონკურსო კომისიის მიერ შესაბამის სამსახურებში რეკომენდირებული კონკრეტული ადამიანების სია. ერთი კვირაა რაც გამოვითხოვე ინფორმაცია და იმედია პასუხს მივიღებ. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ჩვენი მოსაზრებები და თუ ჩავთვლი, რომ მათი უფლებები არის დარღვეული, მე მათ გვერდით დავდგები,“ - ამბობს ნატო ქათამაძე.
როგორც ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებაში ჩატარებული კონკურსის შეფასებაში „რესპუბლიკელებს“ ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ფიქრია ხაჭაპურიძე, რომელიც კონკურსის შედეგად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, აცხადებს, რომ კონკურსი ობიექტურად ჩატარდა.
„კონკურსი მარტო ქულებით არ განისაზღვრებოდა. ის სამი ეტაპისგან შედგებოდა და სამივე ეტაპის გავლა მნიშვნელოვანი იყო. მე ვთვლი, რომ კონკურსი ჩატარდა ნამდვილად ობიექტურად. მე შარშანაც და შარშანწინაც ვმონაწილეობდი კონკურსში, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. საკონკურსო კომისიას ძალისხმევა არ დაუშურებია, რომ ობიექტური მიდგომები ყოფილიყო. მე თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკურსის გარეთ დარჩნენ, თუმცა მე რომ მათ ადგილას ვიყო, ჩაშლილ პოზიციებზე გამოცხადებულ კონკურსში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. ნატო ქათამაძე საკრებულოს წევრია და სრული უფლება აქვს მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელის მას აინტერესებს,“ - ამბობს ფიქრია ხაჭაპურიძე.
კიდევ ერთი „რესპუბლიკელი“ რობიზონ წინწკალაძე აცხადებს, რომ კონკურსის შედეგებით მოხიბლული არ არის, თუმცა არც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი აქვს.
„კონკურსის მიმდინარეობაზე არ მქონია წვდომა. ვიცი შედეგი. არ ვარ მოხიბლული „რესპუბლიკური პარტიის დასაქმებული წევრების რაოდენობით. არ ვარ შედეგით მოხიბლული, თუმცა ეჭვის შეტანის განსაკუთრებული საფუძველიც არ მაქვს,“ - ამბობს წინწკალაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის მერიასა და საკრებულოში კონკურსი 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადდა. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 1 693-მა აპლიკანტმა მიიღო, რომელთა მხრიდან საკონკურსო კომისიაში 5 000-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. კონკურსის შედეგად 157 გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. დაახლოებით 400 კონკურსანტთან გასაუბრებას კომისიამ ერთი თვე მოანდომა.


ნანახია: 1793-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.
ქუთაისის მერიაში პირველი ატესტაციის შედეგად დარჩენილ 48 ვაკანტურ ადგილზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს.
"სამწუხაროდ, აქ პროფესიონალიზმი მთავარი კრიტერიუმი არ აღმოჩნდა და არაკომპეტენტურად ჩატარებული კონკურსი აუცილებლად მოახდენს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას ვაკანტური ადგილების შესავსებად გამოცხადებული კონკურსის ობიექტურად და სამართლიანად ჩატარებისკენ
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა.
"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.