Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფუნქციის გარეშე დარჩენილი მკურნალი მღვიმე წყალტუბოში

თარიღი : 22-01-2015, 20:32 | კატეგორია: საზოგადოება, სტატიები   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მდებარე თეთრი მღვიმე მიტოვებული და გაძარცვულია.

მღვიმე, რომელიც ერთ დროს ასთმის მკურნალად ითვლებოდა, ამ ეტაპზე უფუნქციოდ არის დარჩენილი. მღვიმე 20 წელია აღარ ფუნქციონირებს.

სოფელ ხომულის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ თავიანთი თვალით უნახავთ მღვიმეში ჩასული და განკურნებული ადამიანები.

„მე თვითონ ვარ მომსწრე, რომ ადამიანმა, რომელსაც სიარული არ შეეძლო, მღვიმეში მთელი ღამის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, სიარული შეძლო. ზაფხულობით ჩვენც დავდივართ და ბავშვები დაგვყავს. კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევენ, რადგან ასეთი მღვიმე, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია, ბევრი არ არის,“ - ამბობს სოფელ ხომულის მკვიდრი ნუნუ სილაგაძე.
სოფლის მაცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ მღვიმიდან კარი და განათების სისტემები მოიპარეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ საკურორტო ქალაქის ფუნქციის სრულად აღდგენისათვის მღვიმის აღდგენაც აუცილებელია. გამგეობა დაცული ტერიტოიების სააგენტოს მღვიმის აღდგენის შემთხვევაში დახმარებას ჰპირდება.


ნანახია: 3842-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკვე მიიღო.
საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში. მღვიმეში სასუნთქი
ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლაში მდებარეობს, პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ

ამინდი