ქუთაისის მერმა ქალაქში არსებული ქარხნების დათვალიერება დაიწყო
თარიღი : 22-01-2015, 17:13 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის ადგილობირი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამკერვალო კომპანია ,,იმერი“ დაათვალიერეს. აღნიშნული საწარმო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ტანსაცმლის მწარმოებელ სამკერვალო კომპანიას წარმოადგენს, სადაც ტექნოლოგიური პროცესები კომპიუტერული სისტემით იმართება.
,,იმერის" ძირითად პარტნიორებს შორისაა ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიცაა გერმანული ფირმა ,,ლებეკი“. საწარმო ფირმასთან უკვე 17 წელია თანამშრომლობს. ,,იმერი" ასევე აქტიურად თანამშრომლობს თურქულ და იტალიურ კომპანიებთან. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნების, ასევე ადგილობრივი ბაზრებზე.
,,სამკერვალო კომპანია „იმერს“ 89- წლიანი გამოცდილება გააჩნია.ის ერთ-ერთი წარმატებული საწარმოა ქუთაისში. კომპანია დიდ საქმეს აკეთებს ქალაქისთვის, საწარმოში დასაქმებულია 400- მდე ადგილობრივი მცხოვრები. ჩვენ დავიწყეთ ადგილობრივი ქარხნების დათვალიერება, რათა კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ რა მდგომარეობაა ქალაქში. ასევე გვექნება შეთავაზებები რა დახმარება შეგვეძლება გავუწიოთ ადგილობრივი რესურსით,“-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ