Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ე.წ. ქუჩის ბავშვებისათვის ქუთაისში დღის ცენტრი იხსნება

თარიღი : 22-01-2015, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის დღის ცენტრის გახსნა იგეგმება.
ცენტრს არასამთავრობო ორგანიზაცია World vision აწყობს.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ქუთაისში ცენტრი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ქალაქში ივლის მობილური ჯგუფი, რომელიც ცენტრისათვის ბენეფიციარებს შეარჩევს.
კრიზისში მყოფი ბავშვებისათვის გახსნილ ცენტრში მოხვედრილ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს ადგილზე არაფორმალური განათლების მიღება და საკვებით უზრუნველყოფა შეეძლება. დღის ცენტრში ბავშვის გაჩერების პერიოდი შეზღუდული არ არის.
ცნობისთვის, ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ე.წ. ქუჩის ბავშვების საკითხი მწვავედ დგას. მძიმე მატერიალური პირობების გათვალისწინებით ქუჩაში გამოსული არასრულწლოვნები მოკლებული არიან განათლების მიღების შესაძლებლობას, რადგან მთელ დღეს მოწყალების მოლოდინში ხელგაწვდილი ატარებენ.
Unicef-ის ბოლო, 2013 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. კერძოდ, 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და დღის განმავლობაში გაწეული ხარჯი 2 ლარზე ნაკლებია.


ნანახია: 2419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
,,world vision'' საქართველო 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ძირითადად ბავშვთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ პროექტებს
ქუთაისში, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები თავს დღის ცენტრს შეაფარებენ.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო სულ 1744 ბოშა.
ორგანიზაციას ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა გასულ წელს ქუთაისის მერიამ გადასცა.
25 ივნისს, ბავშვი დღის ცენტრიდან სახლში სახის არეში დაზიანებებით მივიდა.

ამინდი