სოფელ პერევში მცხოვრები 30-მდე ოჯახი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
თარიღი : 21-01-2015, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
სოფელ პერევში მცხოვრები 30-მდე ოჯახი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს, თუმცა მოსახლხების თქმით, უშედეგოდ.
ადგილობრივების მტკიცებით, სოფელში მცხოვრები უმწეო ოჯახებისათის სოციალური შემწეობის მოხსნა ბოლო ორი წელია, მასობრივად დაიწყო.
"მშივრები ვიხოცებით. საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობთ, ისედაც შიშსა და ტერორში ვართ, ამათმა კიდევ სოციალური შემწეობა მოგვიხსნეს. ორი წელია, დავდივარ ადგილობრივ ხელისუფლებაში, ვითხოვ დახმარებას, თუმცა უშედეგოდ. მარტოხელა მოხუცის ერთადერთი შემოსავალი ეს შემწეობა იყო", - აცხადებს ლეილა შუკაკიძე.
საჩხერის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. მათი თქმით, სულ მალე შეიცვლება სისტემა და სოციალური დახმარებები ოჯახში არსებული ტექნიკის განსაზღვრით აღარ მოხდება.
„მართლაც არის ასეთი პრობლემა. თუმცა ეს ფაქტი არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ პერევის პრობლემად. როგოორც იცით, სულ მალე შეიცვლება შეფასების კრიტერიუმები, თუ ახლა არის სოციალური დახმარებაზე განმსაზღვრელი ქონება სულ მალე იქნება შემოსავალი. და ასევე აღარ იქნება გათვალისწინებული აგენტის სუბიექტური აზრი", - აცხადებს საჩხერის გამგებლის მოადგილე ოთარ ომიაძე.