Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

99 წლის მოხუცი ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს

თარიღი : 19-01-2015, 21:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მცხოვრები 99 წლის თინა ცარციძე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

როგორც ცარციძემ განაცხადა, გასული წლის დეკემბერში მასთან უცნობი პირები მივიდნენ და უთხრეს, რომ საახალწლოდ დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ის სანაცვლოდ ხელს რამდენიმე ფურცელზე მოაწერდა.

მოხუცი ქალბატონის მტკიცებით, არ იცის იმ ადამიანების არც სტატუსი და არც ვინაობა, რომლებიც დახმარებას დაჰპირდნენ.

„არ ვიცი ხელი რაზე მომაწერინეს, თუ არ მეხმარებოდნენ, რაღას მატყუებდნენ. შეიძლება უფროსმა გამოატანა მათ ჩემი დახმარება, მაგრამ ჯიბეში ჩაიდეს. ჩემზე გაჭირვებული არავინ არის და ჩემს დახმარებას, რომ ვინმე მიითვისებს. ასევე იმისიც მეშინია სხვა ისეთ დოკუმენტაციაზე ხომ არ მომაწერინეს ხელი, რომლის გამოც მე და ჩემს ოჯახს პრობლემები შეექმნას“,- აცხადებს თინა ცარციძე.

99 წლის მარტოხელა ქალბატონი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს, დაინტერესდნენ პრობლემით და გაარკვიონ, თუ სად წავიდა ის საჩუქრები, რომლის სანაცვლოდაც მან ხელი გაურკვეველ დოკუმენტაციას მოაწერა.

ქუთაისის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ქალბატონი სიცოალურმა მუშაკებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 4-ჯერ შეამოწმეს, თუმცა მას საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ქულები არ აღმოაჩნდა.

რაც შეეხება მოხუცის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას უცნობი პირები დახმარებას დაპირდნენ და არ შეასრულეს, უწყებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.


ნანახია: 2749-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს
ხარაგაულის რაიონის სოფელ დიდვაკეში, 59 წლის სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ციალა მარღაძე დახმარებას წლებია
ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს. ნაილი ნემსწვერიძის ქმარი აცხადებს, რომ ოჯახს ქალბატონის გადმოსასვენებლად
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
მძიმე დაავადებით დასნეულებულ მარგალიტა მაკარიძეს ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალიშვილი ჰყავს.

ამინდი