ქუთაისის ტორპედო-თი კომერციული ბანკები დაინტერესდნენ
თარიღი : 19-01-2015, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საფეხბურთო კლუბ „ტორპედოთი" საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ინტერესდებიან. ამ ეტაპზე დაინტერესებულია რამდენიმე ბანკი, თუმცა სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობის.
კლუბის წარმომადგენლის რამაზ ჩხიკვაძის განცხადებით, თუ იქნება ნორმალური მართვა, საფეხბურთო ბიზნესი მომგებიანი გახდება.
„საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი ზურაბ გვასალია კი აცხადებს, რომ ბანკებისთვის საფეხბურთო სფეროში შესვლა ერთგვარი საიმიჯო სვლაა. მისი თქმით, საქართველოში ეს სფერო როგორც ბიზნესი ჯერჯერობით მომგებიანი არ არის.
გვასალიას არ აქვს ინფორმაცია, რომელი ბანკები არიან „ტორპედოთი" დაინტერესებულნი, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა ერთ-ერთი „ვითიბი ბანკი" იყოს, თუმცა ბანკში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.
გაზეთ „ლელოსთან" „ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელი დავით ფრუიძე რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ „ტორპედოში" ბანკირებიც გაერთიანდებოდნენ. მისი თქმით, ოთხმა მათგანმა ამის სურვილი უკვე გამოთქვა.
ამასთან, უკვე არსებობს კონტაქტი რამდენიმე ინვესტორთან, მათ შორის ჰოლანდიური „ვიტესის" მფლობელთან. თუმცა ფრუიძე შემაფერხებელ გარემოებად ასახელებდა იმას, რომ საქართველოში თანხა იხარჯება, მაგრამ ბიზნესი მოგებას ვერ იღებს.
დავით ფრუიძის განცხადებით, გუნდის მფლობელობაში იქნება ქუთაისის ცენტრალური სტადიონი, მის ტერიტორიაზე არსებული სათადარიგო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და საწვრთნელი ბაზა.
კლუბის მფლობელი „ვისოლ ჯგუფი" იყო, რომელმაც "ტორპედო" სახელმწიფოს დაუბრუნა.
რამდენიმე თვის წინ კი კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კლუბის დაფინანსებაზე უარი თქვეს და ეს არაპროფილური აქტივი ხელისუფლებას დაუბრუნეს. კლუბის მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად გიორგი დარასელია გახდა, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ყოფილი დირექტორი დავით ფრუიძე დაინიშნა.