Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩინეთის მოქალაქე ქუთაისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

თარიღი : 18-01-2015, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
1994 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ჩან შუენი ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალბატონი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე პრიმა-3 მუხლით.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.


ნანახია: 2487-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შპს "საუნა-ბარ ხოზეს" მენეჯერები: 1971 წელს დაბადებული მზევინარ ვ. და 1985 წელს
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ქუთაისში სასტუმრო "ვიქტორია"-ს მესაკუთრე არჩილ ტ.ადმინისტრატორი მარინა ლ. სასტუმრო
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ამინდი