Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა უდანაშაულოდ ცნო

თარიღი : 17-01-2015, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი მერაბ წულაია ახორციელებდა ო. ბ.-ს ინტერესების დაცვას. ამ უკანასკნელს ბრალი ედებოდა შემდეგში: 2014 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, ო. ბ.-მ, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კამათისა და ფიზიკური დაპირისპირებისას, განაწყენების ნიადაგზე, საოჯახო ტიპის დანით მუცლის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის შვილს პ. ბ-ს, რის შედეგად ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ო ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
„საქმის მასალების გაცნობისა და ბრალდებულთან გავლილი კონსულტაციის შედეგად დაცვის მხარის მიერ არჩეული იქნა პოზიცია, რომ აღნიშნული ჩადენილი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
ბრალდებული აცხადებდა, რომ ის თავის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა სახლში, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა სოციალური დახმარება, შვილი ხშირად თხოვდა მამას, რომ მიეცა ფული რადგან მაღაზიაში ჰქონდა ვალები და ნისიები, სოციალურ ნიადაგზე წამოჭრილი დავისას ის ხშირად აყენებდა მამას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ როდესაც ის აგრესიას გამოხატავდა მამის მიმართ. 2014 წლის 24 აპრილს, მორიგი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წამოჭრილი დავისას, პ. ბ.-მ შეშის ნაჭერით დაზიანება მიაყენა მამას თავის არეში, ო. ბ.-მ ამ დროსაც გადაწყვიტა გარიდებოდა მის მიმართ აგრესიულად განწყობილ შვილს და გადავიდა მეზობელთან, აგრეთვე დაურეკა მის ძმას და მოუყვა რომ შვილი კვლავ ძალადობდა მის მიმართ, ძმამაც და მეზობელმაც ურჩიეს რომ ცოტახანი გარიდებოდა სანამ არ დაწყნარდებოდა, ო. ბ.-მ რამოდენიმე ხანი დაჰყო გარეთ, შემდეგ კი ეგონა, რომ მისი შვილი დაწყნარდა და შევიდა სახლში, თუმცა მამის დანახვაზე გაღიზიანებულმა პ. ბ.-მ კვლავ გამოხატა აგრესია მამის მიმართ და შეაგინა. შემდეგ უნდოდა იქვე მდებარე წალდის აღება და მამისათვის დარტყმა, მაგრამ ო.ბ.-მ წალდზე დაუბიჯა ფეხი, ამ მომენტში პ.ბ.-მ მოიმარჯვა იქვე დადებული საოჯახო დანა და უნდოდა დაერტყა მამისათვის, რა დროსაც ო.ბ. სწვდა მაჯაში შვილს და შემოუტრიალა ხელი, რის შემდეგაც დანა მოექცა პ.ბ.-ს მუცლის მიმართულებით და მიადგა კიდევაც მას სასიკვდილო დაზიანება,“ - ამბობს ადვოკატი მერაბ წულაია.
საქმის სასამართლო განხილვისას ადვოკატმა მერაბ წულაიამ ხაზი გაუსვა და გამოკვეთა გარდაცვლილის ფსიქიკური მდგომარეობა, მისი დამოკიდებულება მამისადმი, ასევე ის, რომ ბრალდებულს არ ქონდა საკუთარი შვილის მოკვლის განზრახვა. ბრალდებულს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა სურდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ქუთისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა ეჭვქვეშ დააყენა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და აცხადებდა, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ო.ბ. დამნაშავედ ეცნოთ შვილის მკვლელობაში. ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ ბრალდებლს რეალური საფრთხე ემუქრებოდა საკუთარი შვილის მხრიდან და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია რის შედეგადაც შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.


საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.


ნანახია: 2110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
სამტრედიის გამგებლის ავთანდილ თადუმაძის თქმით, ოჯახი, სადაც შემთხვევა მოხდა, უკიდურესად გაჭირვებულია. თადუმაძე იმასაც ამბობს,
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ი.ჭ.-ს ინტერესების დაცვას ადვოკატი გელა სიორდია ახორციელებდა.

ამინდი