სამტრედიის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის გამო სიძემ პატარძალი სახლამდე ვერ მიიყვანა
თარიღი : 16-01-2015, 22:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამტრედიის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის გამო სიძემ პატარძალი სახლამდე ვერ მიიყვანა.
როგორც სოფელ ზემო ნოღას მცხოვრებლებმა topnews.com.ge-სთან საუბარისას აღნიშნეს , პატარძალი სახლში იმის გამო ვერ მიჰყავთ, რომ მეწყერმა დასახლებამდე მისასვლელი გზა წაიღო.
"საშინელ მდგომარეობაში ვართ, 5 ოჯახი რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი. იმის გამო, რომ გზა არის ჩანგრეული, სოფელში ავტობუსიც ვერ შემოდის. ეგ კი არა მეზობელმა ცოლი მოიყვანა და პატარძალი სახლში ვერ მიჰყავს, რადგან გზა არ არის", - აცხადებს ნანა შანიძე.
სამტრედიის გამგეობაში აცხადებენ, რომ ადგილზე გეოლოგები უკვე მუშაობდნენ, უახლოეს პერიოდში კი გამაგრებით სამუშაოებს დაიწყებენ.