Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მცხოვრები უსახლკარო ადამიანები მერიას კარვების მოწყობას სთხოვენ

თარიღი : 16-01-2015, 22:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები უსახლკარო ადამიანები ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას კარვების მოწყობას სთხოვენ.
როგორც topnews.com.ge-ს საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილი ადამიანები უცხადებენ, ისინი დაბალი ტემპერატურის მიუხედავად ღამეს ქუთაისში არსებულ სკვერებში, სადარბაზოებსა და მიტოვებულ შენობებში ათევენ.
" თუ კარგი ამინდია მერიის წინ არსებულ სკვერში ვიძინებ, თუ წვიმაა რომელიმე კორპუსის სადარბაზოში შევდივარ. ძალიან გვცივა, მაგრამ რა უნდა ვქნათ. დღე მოწყალებას შუქნიშნებთან გაჩერებულ მანქანის მძღოლებს ვთხოვთ,"- ამბობს ოთარ რაძმაძე.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მერიას უსახლკაროებისათვის თავშსაფრის მოწყობის რეკომენდაციის მიმართავს, მისი თქმით ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადამიანს ღამის ქუჩაში გატარება უხდება.
" სასურველი იქნება თუ ქუთაისის მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კარვები მოაწყოს. მაგრამ აუცილებელია ეს კარვები შარშანდელისგან განსხვავებით უფრო კეთიმოწყობილი იყოს. შარშან ჩვენ გვახსოვს, რომ იქ მცხოვრები ბენეფიციარები ამბობდნენ, რომ კარვებში წყალი ჩამოდიოდა და სანიტარული ნორმები დარღვეული იყო"- აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რწმუნებული მადონა ბასილაძე.
ქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ უსახლკაროებისათვის კარვები იმ შემთხვევაში მოეწყობა, თუ მათ საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილი ადამიანები წერილობით მიმართავენ.


ნანახია: 1847-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"გირჩი" თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების მძიმე პირობებზე საუბრობს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უნდა მიმართოს.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისში, მიუსაფარი ადამიანებისათვის გახსნილი ორი კარავი დაათვალიერა.
როგორც topnews.com.ge-ს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ განუცხადა, ომბუდსმენის აპარატი აღნიშნული საქმის მიმართ
როგორც topnews.com.ge-ს ქალაქის მერიის საბინაო მართვისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსმა კახა დალაქიშვილმა განუცხადა,

ამინდი