წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობაზე ამ დროისათვის პრეტენზიას ორი პირი აცხადებს
თარიღი : 16-01-2015, 17:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე წლის 23 თებერვალს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ რექტორს აირჩევს.
რექტორის არჩევის თარიღი სასწავლებლის აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის 28 ნოემბერს განსაზღვრა. ამ დროისათვის საკონკურსო კომისიაში განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
„საკონკურსო კომისიაში ორი განაცხადია შემოსული. აქედან ერთი მოქმედი რექტორი გიორგი ღავთაძეა, ხოლო მეორეშერმადინ მიქელთაძე. განაცხადების მიღება 8 იანვარს დაიწყო და 22 იანვრის 15:00 საათამდე გაგრძელდება,“ -ამბობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მინდუა ბერეკაშვილი.
უნივერსიტეტის რექტორს 19 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო ირჩევს. რექტორობისთვის კანდიდატმა მინიმუმ 10 ხმა უნდა მიიღოს. ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება.