სოფელი ვანში, სადაც საჯარო სკოლა საკრებულოს ყოფილ შენობაში იყო მოწყობილი
თარიღი : 16-01-2015, 14:03 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნულ სოფელში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს. მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ არასტანდარტულ საკლასო ოთახებში უტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში სოფელ ზედა ვანში თანამედროვე, ორსართულიანი სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის მიმდინარეობას მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცო და მოსახლეობასაც შეხვდა.
„სოფელ ზედა ვანის მოსახლეობა ახალი სკოლის მშენებლობაზე დაპირებას 90-იანი წლებიდან იღებდა, მაგრამ რეალურად, მშენებლობა 2014 წლამდე არ დაწყებულა იმის გამო, რომ მოსწავლეებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ სწავლა და თაობები იზრდებოდა არაჯანსაღ, სრულიად შეუფერებელ გარემოში, ოჯახები ტოვებდა სოფელს, შედეგად, მოსწავლეთა რაოდენობა 200-დან 130 ბავშვამდე შემცირდა.
2014 წლის 18 დეკემბრს სკოლის მშენებლობა დაიწყო და სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. ხელშეკრულების ვადიდან და საამშენებლო რიტმიდან გამომდინარე, სოფელ ზედა ვანში ახალი სასწავლო წლისთვის უკვე იქნება თანამედროვე სტანდარტების ახალი ორსართულიანი სკოლის შენობა, რომელიც 200 მოსწავლეზეა გათვლილი,“ - ამბობს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი.
ამჟამად სოფელ ზედა ვანის სკოლაში 131 მოსწავლე სწავლობს, სოფელს ესაზღვრება მაღალმთიანი სოფლები -გადიდი და ონჯოხეთი. საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკოლა ამ სოფლის მოსწავლეებსაც მოემსახურება.