Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საახალწლო მიღება და საჩუქრები ბავშვებისათვის საქართველოს პარლამენტში

თარიღი : 15-01-2015, 17:19 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პარლამენტის ქუთაისის შენობამ საახალწლო ღონისძიება ბავშვებისათვის გამართა.
ღონისძიებას იმერეთის რეგიონის ბავშვთა სახლების - „ჯადოსნური სამყაროს“, „თაირისის“, „ხიდი სოციალური ინკლუზივისთვის“, „საქართველოს კარიტასის“, „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აფხაზეთიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ესწრებოდნენ.
„მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მოგილოცოთ ახალი 2015 წელი. დღეს მე ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტი ასრულებს ახალი წლის მილოცვებს და ახალ წელს იწყებს შრომას, მუშაობას. დღეს საქართველოს პარლამენტის ქუთაისის შენობას სტუმრობენ ბავშვები სხვადასხვა სკოლებიდან, ბავშვთა სახლებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხეთ მათთვის ერთი ძალიან ლამაზი დღის ჩუქება. ასე რომ, დიდი მადლობა ყველას, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ღონისძიებას. ჩვენ გვქონდა ასეთი ღონისძიება თბილისში, გვაქვს ქუთაისშიც. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, ყველას გილოცავთ ახალ წელს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიებაზე მოწვეული ბავშვების გართობაზე წამყვანი - გიორგი გოგიჩაიშვილი, სტუდია „ბზიკები“, "ქუჩის თეატრის" მსახიობები, თოვლის ბაბუები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ბავშვებს, საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრებიც გადაეცათ.


ნანახია: 1732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით უსუფაშვილმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს „სათაგურზე“ უმასპინძლა.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
აქციის მიზანს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და აღნიშნულ საქმეში
პარლამეტის თამჯდომარის მხრიდან სოციალურად დაუცველი და შ. შ. მ ბავშვების გამასპინძება ტრადიციად იქცა.
ბავშვთა სოფელში მიმდინარე ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ქუთაისის მერის მოვალეობის შესმრულებელი შოთა

ამინდი