წერეთლის უნივერსიტეტში 1 900-მდე პირველკურსელი მიიღეს
თარიღი : 16-09-2013, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წელს 1 853 პირველკურსელი მიიღეს. როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გასულ წელთან შედარებით სტუდენტთა ნაკადის კუთხით მატებაა.
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სტუდენტებს თავად უნივერსიტეტმა, კომპანია „მაგთიკომმა“ და „ვი თი ბი ბანკმა“ სპეციალური საჩუქრები გადასცეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს წერეთლის უნივერსიტეტი მართვისა და სწავლების ელქტრონულ სისტემაზე გადასვლას გეგმავს.
სასწავლებლის სტუდენტებს დღეს, სტუდენტური თვითმმართველობა სწავლის დაწყებას კონცერტით ულოცავს. კონცერტი 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება.