Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მარინა დახუნდარიძე თვლიდა, რომ ზეწოლისა და შანტაჟის გზით მიაღწევდა პრივილეგირებულ მდგომარეობას"

თარიღი : 15-01-2015, 16:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის მარინა დახუნდარიძის დასაქმებაზე ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.
დახუნდარიძე მერიის შენობის შესასვლელთან რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტს შიმშილობით გამოხატავდა. ის ქალაქის მერიას და საკრებულოს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას სამსახური დასუფთავების ფირმაში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე შესთავაზა.
გთავაზობთ ქუთაისის მერიის განცხადებას.
„ქალბატონმა მარინა დახუნდარიძემ მიიღო ამ მოცემულობაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გადაწყვიტა დასაქმდეს დასუფთავების ააიპ-ში, მრავალშვილიანი დედების წარმომადგენლის ეკატერინე გამყრელიძის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე. ეს შეთავაზება მას, როგორც ყველას გვახსოვს, კარგა ხნის წინათ გაუკეთდა, თუმცა დღემდე ქალბატონი მარინა უარზე იყო და თვლიდა რომ ზეწოლისა და შანტაჟის გზით მიაღწევდა პრივილეგირებულ მდგომარეობას სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში.
როგორც ჩანს, ქალბატონი მარინა დარწმუნდა რომ ქუთაისის თვითმმართველობასთან გამომძალველობით ფორმით ურთიერთობით წინა წლების მსგავსად პრივილეგიებს ვეღარ მიიღებდა. მიმაჩნია, რომ ეს არის მისი მხრიდან მიღებული სწორი გადაწყვეტილება და ამასთანავე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეხმარება თვითმმართველობა თითოეულ მოქალაქეს და ამასთანავე არ აქვს შერჩევითი მიდგომა და სხვადასხვა ტიპის ზეწოლის და შანტაჟის შედეგად არ იღებს ვინმესათვის არასამართლიანად პრივილეგირებულ გადაწყვეტილებებს,“ - ნათქვამია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებაში.


ნანახია: 2292-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მრავალშვილიანი დედა მერიის შესასვლელთან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
მერიასთან აქციები მრავალშვილიანმა დედებმა ერთდროულად გამართეს.
მრავალშვილიანი დედა აცხადებს, რომ ოჯახში არც ერთი წევრი მუშაობს, რის გამოც ბანკის ვალების გადახდა და არსებობა უჭირთ.
მრავალშვილიანი დედა აცხადებდა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს ხელისუფლების უყურადღებობის ფონზე, შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს.
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის მარინა დახუნდარიძის განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახები არავის ახსოვს და მათ შესაძლოა

ამინდი