Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე ქუთაისში მამაკაცი დააკავეს

თარიღი : 15-01-2015, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ლევან თ, მისი მეუღლე 1980 წელს დაბადებული ნატა დ. - თბილისში, ხოლო წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1970 წელს დაბადებული ელდარ გ. ქუთაისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას და მათ ორგანიზატორობას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი 1979 წელს დაბადებული ლაშა თ.

სამართალდამცველებმა ელდარ გ-ს პირადი ჩხრეკისას 0.1565 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 12 აბი "სუბუტექსი" და აბის 12 ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 3.92176 გრამ ბუპრენორფინის შემცველი 484 აბი "სუბუტექსი" და აბის 15 ნატეხი ამოიღეს. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს საკონტროლო შესყიდვით მიღებული 0.15832 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 18 აბი "სუბუტექსი", აბის ნატეხები და ფხვნილისებული ნივთიერება, ხოლო ლევან თ-ს და ნატა დ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი 200 ლარი.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).


ნანახია: 1728-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ფ-მ თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა

ამინდი