10 წლის გოგონას თხოვნა ქუთაისის ხელისუფლებას
თარიღი : 14-01-2015, 20:48 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა

ქუთაისში მცხოვრები მარიამ გაბუნია ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს.
მარიამი მრავალშვილიანი ოჯახის შვილია. მას ორი და და ერთი ძმა ჰყავს. ოჯახი ქუთაისში, ნიკეას #15-ში ცხოვრობს.
მარიამის დედა ხათუნა აბზიანიძე განმარტავს, რომ ოჯახი თავის რჩენას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მრავალშვილიანი დედებისათვის განკუთვნილი დახმარებითა და სოციალური შემწეობით ახერხებს. ოჯახის მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ხათუნა აბზიანიძეს შვილებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა უჭირს. ოჯახის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ხათუნა აბზიანიძის ორ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. აღნიშნული კუთხით სირთულეებს აბზიანიძის ქმარიც განიცდის, რომლის მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარება.
10 წლის მარიამ გაბუნიას მძიმე ყოფითი პირობებიდან თავის დაღწევის გზად კარგი სწავლა ესახება. ამბობს, რომ სწავლა უნდა, თუმცა პირობები ხელს არ უწყობს.
„ძალიან მინდა პერსონალური კომპიუტერი მქონდეს. სკოლაში მასწავლებელი საშინაო დავალებებს რომ გვაძლევს, დავალებების შესასრულებლად კომპიუტერი გვჭირდება. ჩემი კლასელები დავალებებს ასრულებენ. მე კი ამის გაკეთებას ვერ ვახერხებ,“ - ამბობს მარიამ გაბუნია.