ვინ არის ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ახალი უფროსი?
თარიღი : 14-01-2015, 18:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გია ჩიჯავაძე ქალაქის მერმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
გია ჩიჯავაძე 1952 წელსაა დაბადებული. მან ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. 1991-1993 წლებში სამხედრო ვაჭრობის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, 1993 წლიდან 2000 წლამდე კი თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დასავლეთ საქართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ასევე, გახლდათ საგარეო ეკონომიურ ურთიერთობათა რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2004-2008 წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეჭირა. 2008-2010 წლებში კი სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.
,,ვფიქრობ,გია ჩიჯავაძე დაკავებულ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს. მე მქონდა ამ გუნდთან შეხება კონკურსის დროს და ეს ერთ-ერთი წარმატებული გუნდია.თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავენ,” – განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურა მარგველაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.