Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი სასწავლო წელი ქუთაისის უნივერსიტეტში

თარიღი : 16-09-2013, 11:18 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის უნივერსიტეტში მიმდინარე წელს 115 პირველკურსელი მიიღეს. სასწავლებლის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ მიულოცა.
ახალი სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა სტუდენტებს სამახსოვრო მაისურები და ბუკლეტები გადასცა. ასევე, გაირკვა იმ სტუდენტების ვინაობაც, რომლებიც უნივერსიტეტის სტიპენდიანტები გახდნენ და წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლიან.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტი ეკონომიკის, ტურიზმისა და ბიზნესის განხრით იძლევა უმაღლეს განათლებას, ხოლო მომდევნო წლიდან სასწავლებლის სპეციალობების ჩამონათვალს იურიდიული დაემატება.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა იმ პროცესს, რაც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარეობს. ახალი თაობა ჩვენს ხვალინდელ დღეს წარმოადგენს, რომლებმაც ქალაქისა და ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბარონ. მათ ღირსეული მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დაეხმარება,“ - ამბობს კოტე ლომიძე.


ნანახია: 2830-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება. "ტოპნიუსის" ინფორმაციით,
სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა მიულოცეს და წარმატებული სტუდენტობა უსურვეს.
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ცხრა სტუდენტი ჩაირიცხა.
მიმდინარე წელს უნივერსიტეტში არსებულ 9 ფაკულტეტზე სულ 1 600 პირველკურსელი ჩაირიცხა.

ამინდი