Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დეპუტატი ახლო ხედით", - ნიკოლოზ ლატარია

თარიღი : 13-01-2015, 01:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნიკოლოზ ლატარიას.


მინი დოსიე: ნიკოლოზ ლატარია. დაბადების თარიღი: 17. 11. 1975; განათლება: უმაღლესი (ეკონომისტის კვალიფიკაციით); ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

1. დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ;

პასუხი: პირველი მიზეზი ის არის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მეორე ის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი უბანი-საფიჩხია და საფიჩხიელები და მესამე-მინდა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში.

2.თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
პასუხი: ქუთაისისათვის ყველაზე დიდი პრობლემა არის უმუშევრობა და სამუშაო ადგილების დეფიციტი. შემდეგ ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.

3. როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამხსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?

პასუხი: ვთვლი, რომ ჩემი ამომრჩეველი ნამდვილად მიცნობს, ხოლო ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ ალბათ დავამახსოვრდები როგორც მათი ინტერესების დამცველი და ერთგული მეგობარი. დავამახსოვრდები ჩემი თავდაუზოგავი შრომით და რეალურად შესრულებული დაპირებებით.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?

პასუხი: თუ დღეს არ შევცვალეთ ქუთაისი, 10 წლის შემდეგ უკეთესი ქუთაისი ნამდვილად არ გვექნება. ყურადღება უნდა მიექცეს განათლებას, სპორტს და მომავალი თაობის სწორად აღზრდას, რათა მათ შეძლონ ამ ქალაქის აყვავება. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქალაქი გამოვიყვანოთ ამ მძიმე სოციალური მდგომარეობიდან. ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესს და წარმოებას, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რაც ქუთაისლების კეთილდღეობას განაპირობებს,

5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....

პასუხი: დიდი ბიზნესმენი.

6. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?

პასუხი: ცხოვრებაში შეცდომებს ყველა ვუშვებთ. მითუმეტეს, ადრეულ ასაკში. ალბათ რაღაცებს ნამდვილად შევცვლიდი.

7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

პასუხი: ჩემს ცხოვრებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას ახდენენ.ესენი არიან ჩემი მშობლები, მეუღლე, შვილები და მეგობრები.

8. დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.

პასუხი: დაგლოცოთ ღმერთმა.

9. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?

პასუხი: ჩემთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა არის ზვიად ძიძიგური. ძალიან კარგი ადამიანი, ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ნამდვილი ქართველი, მრავალშვილიანი მამა და კარგი მეგობარი.ზვიაგ გამსახურდიას გვერდით ქვეყნისათვის ერთგული და პროფესიონალი ადამიანები ჰყავდა შემოკრებილი.

10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.

პასუხი: ვიზრუნებდი სოციალურად დაუცველთა პირობების და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე, რათა თავისუფალმა ბიზნესმა შექმნას სამუშაო ადგილები. ვიზრუნებდი ბავშვებზე, მათ მომავალზე, სწავლა-განათლებასა და იმზე, რომ საქართველოში არც ერთ ბავშვს არ შიოდეს, ხოლო მათი მშობლები საზღვარგარეთ მუშობის ნაცვლად მათთან იყვნენ.

11. გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.

პასუხი: კურიოზი არ მახსენდება, თუმცა თავიდან, როდესაც ჟურნალისტები ინტერვიუს მართმევდნენ, ყველა ინტერვიუ შეიძლება კურიოზად ჩავთალოთ, რადგან ძალიან მიჭირდა რესპონდენტის როლში ყოფნა.

12. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის.....

პასუხი: ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის ის, რომ ჩვენს ქალაქში ამდენი გაჭირვებული გვყავს. მინდა ყველას დავეხმარო, მაგრამ ჩემი ძალებიც შეზღუდულია და დიდი სურვილის მიუხედავად ყველას ვერ დავეხმარები.

13. ადამიანები მაოცებენ.....

პასუხი: თავიანთი სითბოთი და სიყვარულის უნარით. განსაკუთრებულად თბილი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ქალაქში.

14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?

პასუხი: მე რომ არქიტექტორი ვიყო, ქუთაისისთვის დავაპროექტებდი ერთ ძალიან ლამაზ და დიდ სახლს, საერთო ბინას ან ბინებს ერთად, ერთ დიდ ეზოში. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ბინებს გადავცემდი ჩემს ქალაქში მცხოვრებ უსახლკაროებს და ამით ბედნიერი ვიქნებოდი.

15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?

პასუხი: ძალას, სიფხიზლეს. ოპონენტი და კონკურენტი გაძლიერებს ადამიანს, პოლიტიკოსს.

16. დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.

პასუხი: ვისურვებდი რუბრიკას რელიგიურ თემაზე.

17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?

პასუხი: ოქროს თევზს ვთხოვდი: ჩემი ქვეყნის გამთლიანებას და აყვავებას, ჩემი ოჯახის სიძლიერესა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ყველა ქართველის ბედნიერ მომავალს.

18. როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.

პასუხი: ადამიანი მუდამ უნდა ფიქრობდეს, აზროვნებდეს და ებრძოდეს საკუთარ თავს. უნდა ისახავდეს მომავალ გეგმებს და მუდმივად ისწრაფოდეს წინ. ცხოვრება ბრძოლაა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ არ იბრძვი, ვერ გაიმარჯვებ და ვერც გამარჯვებით მიღებულ სიამოვნებას გაუგებ გემოს.

19. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......

პასუხი: არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

20. თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.

პასუხი: წინასაარჩევნოდ დაპირებები ბევრი არ მქონია. ჩემთვის ადვილი დაპირება ეს არის მუდამ ხალხის გვერდით დგომა. ყველაზე ძნელი-სამუშაო ადგილების შექმნა.

20. რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?

პასუხი: მათ გვერდით ვარ და არ გავუწბილებ იმედებს.

21. რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?

პასუხი: კიდევ უფრო ახლოს იყვნენ ხალხთან. ასევე, ხალხის სიყვარულს და დიდ წარმატებებს.


ნანახია: 2952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კითხვა: თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის? პასუხი: ქუთაისის ციხე-სიმაგრის აღდგენით ვერსიას.
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
"ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის სიყვარულის დეფიციტი ადამიანებში".
დაასრულეთ ფრაზა: ადამიანები მაოცებენ..... პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით? იყავით კაცთმოყვარენი, აკეთეთ
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? ოქროს თევზი? მსოფლიოს განვაიარაღებდი.

ამინდი