Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დეპუტატი ახლო ხედით", - დავით დვალი

თარიღი : 11-01-2015, 00:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს.



1. დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ;

პასუხი: ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება, საკუთარი იდეების რეალიზაცია, ვალდებულება საკუთარი ქალაქის მომავალი თაობის წინაშე.

2.თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

პასუხი: ქუთაისის განვითარების გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის, ქალაქის რეალური და შესაბამისი ფუნქციის არარსებობა.

3. როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამხსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?

პასუხი: დაამახსოვრდება ბევრი ახალი წამოწყება და საქმის კეთება ქალაქისათვის.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?

პასუხი: 10 წლის შემდეგ ქუთაისი წარმომიდგენია ძლიერ ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად, კარგი ხარისხის ინფრასტრუქტურით და ახალგაზრდა თაობისათვის პერსპექტივით, გაზრდილი საზღვრებით და გარეუბნებში ურბანული განვითარებით.

5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....

პასუხი: იურისტი.

6. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?

პასუხი: არასდროს მიმიღია ისეთი გადაწყვეტილება რომელსაც ვნანობ.

7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

პასუხი: ჩემი ოჯახის წევრები.

8. დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.

პასუხი: И вечный бой, покой нам только снится...

9. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?

პასუხი: რონალდ რეიგანი, რადგან ვთვლი, რომ იყო უნივერსალი.

10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.

პასუხი: არ მაქვს ასეთი ამბიცია.

11. გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.

პასუხი: ასეთი არ მახსენდება.

12. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის.....

პასუხი: ოჯახთან ერთად გასატარებელი დროის სიმცირეს.

13. ადამიანები მაოცებენ.....

პასუხი: ბევრი რამით სასიამოვნოდ. ბევრი რამით უარყოფითად.

14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?

პასუხი: ქუთაისის ციხე-სიმაგრის აღდგენით ვერსიას.

15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?

პასუხი: დამატებით მოტივაციას.

16. დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.

პასუხი: კარგი პორტალია. შენიშვნები არ მაქვს.

17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?

პასუხი: გამომდინარეობს სურვილების რაოდენობიდან.

18. როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.


პასუხი: პირდაპირი მნიშვნელობით.

19. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......

პასუხი: გადაწყვეტილებები მოსამართლის ამპლუაში მაღალი პასუხისმგებლობაა.

20. თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.

პასუხი: ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია.

20. რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?

პასუხი: ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე.

21. რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?

პასუხი: მას, რასაც ვურჩევ ხოლმე საკრებულოს ტრიბუნიდან.


ნანახია: 2218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
"ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის სიყვარულის დეფიციტი ადამიანებში".
დაასრულეთ ფრაზა: ადამიანები მაოცებენ..... პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით? იყავით კაცთმოყვარენი, აკეთეთ
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? პასუხი: მე ვარ რეალისტი და არა „მეოცნებე“.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? ოქროს თევზი? მსოფლიოს განვაიარაღებდი.