საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი-რა უნდა იცოდეს კონკურსანტმა?
თარიღი : 10-01-2015, 14:51 | კატეგორია: სამართალი

1. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა ვადაში უნდა წარუდგინოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატმა თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება და საჯარო სამსახურის კანონში ჩამოთვლილი დოკუმენტები?
დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
2. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, საჯარო სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) Curriculum Vitae (CV); გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
3. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას გამოყენებული იქნას გამოსაცდელი ვადა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული ჩვევების,შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონით დადგენილი წესით.
იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება: ა) პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ; ბ) პარლამენტის მიერ არჩეული ან დანიშნული მოხელის მიმართ; ბ1) პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ; ბ2) პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული მოხელის მიმართ; ბ3) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ არჩეულ მოხელეთა მიმართ; ე) დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დნიშვნისას.
4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მონაწილეს აქვს თუ არა უფლება გაასაჩივროს კონკურსის შედეგები?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ კონკურსატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ -სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
5. კითხვა: როდის ითვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად: კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com.