იმერეთის გუბერნატორი ხარაგაულში საჩუქრებით ჩავიდა
თარიღი : 10-01-2015, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში ფოლკლორულ ანსამბლ "ოდილას" ერთ–ერთი წევრის, დიმიტრი გიორგაძის, ოჯახს ესტუმრა და შობა–ახალი წელი მიულოცა.
მხარის რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანსამბლის უხუცეს წევრებს საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და წარმოჩენისთვის როგორც ხარაგაულში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"ოდილას" უნიკალურობა მის 40 -წლიან ისტორიაშია. ანსამბლის ყველა წევრი ხანშიშესულია, თუმცა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას არ წყვეტენ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ყველა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილოებენ. "ოდილა" ასევე, ყოველწლიურად მონაწილეობს ფესტივალ "არტ–გენში".
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი სოფლის ღვაწლმოსილ ორ პედაგოგს- დარეჯან წიწილაშვილსა და აკაკი ჩხიკვაძესაც მიულოცეს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.